პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ განაცხადა, ცვლილების შედეგად, ყველანაირი ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოება და იძულებითი აღსრულების პროცესები შეწყდება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. როგორც დოკუმენტში წერია, კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი…